7.10.2018 დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესი გახლდათ და დატვირთული ინფორმაციულად.
- მოვისმინეთ და შევაფასეთ ერთმანეთის პროექტებით მოაზრებული აქტივობების შეფასების რუბრიკები.
- გავიმეორეთ და ბლოგზე "სასარგებლო ბმულებში" ავტვირთეთ "შეფასების რუბრიკები. მე-5 მოდულის მე-2 აქტივობიდან შეფასების სტრატეგიები (განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების 5 მიზანი);
- ყველაზე პროდუქტიული იყო პროექტების საქაღალდის მიმოხილვა, როცა დეტალურად გავიარეთ, რომელ ფოლდერში რა ინფორმაცია უნდა გვქონდეს ტრენინგის ამ ეტაპისთვის. ეს აქტივობა დამეხმარა ჩემი საჭიროებების გამოკვეთასა და მომავალი აქტივობების დაგეგმვაში;
და ბოლოს , დღეს იუბილარი ვარ - 45 წლის გავხდი. იყო ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა ეს ასაკი ისე დიდად მეჩვენებოდა, რომ წარმოდგენაც მიჭირდა. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ....... რა დრო გასულააააააააა ?! გამარჯობა სიმწიფის ასაკო; როგორი იქნები არ ვიცი, მაგრამ ვეცდები, ისეთივე საინტერესო და ბედნიერი იყო( ყველაფრის მიუხედავად), როგორიც მახსოვს ჩემი ცხოვრების გზა ტკბილ-მწარე, გამარჯვებებით; ტკივილით; არაერთი სიხარულით და საერთოდ: მადლობა უფალს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული თითოეული წამისთვის.
ქალბატონო ნინო, გილოცავთ დაბადების დღეს :) გისურვებთ: წარმატებებს, ბევრ ბედნიერ დღეს და ლამაზ ცხოვრებას :)
ReplyDelete