13.10.2018 წელი
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთ იმ იშვიათ ტრენინგთაგანი, რომელმაც ძალიან გამზარდა პროფესიული თვალსაზრისით; მიმაჩნია, რომ სწორედ ამ კუთხით უნდა გადამზადნენ მასწავლებლები, რადგან პროექტებით სწავლება არის სკოლის წარმატების მნიშვნელოვანი მახასიათებელი.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბლოგზე დრაივიდან ფოლდერისა და პრეზენტაციის გაზიარების სწავლა; ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციების მოსმენა; საკუთარი პროექტის წარდგენა და მსჯელობა ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
არაფერს ვამბობ ტრენერის პროფესიონალიზმსა და ემპატიურობაზე. მადლობა , მარეხ! ვთვლი, რომ შრომატევადი და შინაარსობრივად დატვირთული 9 დღის მიუხედავად, ინტელის სასწავლო კურსი ნამდვილად დამეხმარება იმაში, რომ ჩემი გაკვეთილები გავხადო უფრო საინტერესო და პროდუქტიული.

No comments:
Post a Comment