Saturday, October 13, 2018

  13.10.2018 წელი
 დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთ იმ იშვიათ ტრენინგთაგანი, რომელმაც ძალიან გამზარდა პროფესიული თვალსაზრისით; მიმაჩნია, რომ სწორედ ამ კუთხით უნდა გადამზადნენ მასწავლებლები, რადგან პროექტებით სწავლება არის  სკოლის წარმატების მნიშვნელოვანი მახასიათებელი.
      არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბლოგზე დრაივიდან ფოლდერისა და პრეზენტაციის გაზიარების სწავლა; ერთმანეთის პროექტების  პრეზენტაციების მოსმენა; საკუთარი პროექტის წარდგენა და მსჯელობა ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
      არაფერს ვამბობ ტრენერის პროფესიონალიზმსა და ემპატიურობაზე. მადლობა , მარეხ!  ვთვლი, რომ შრომატევადი და შინაარსობრივად დატვირთული   9 დღის მიუხედავად, ინტელის სასწავლო კურსი ნამდვილად დამეხმარება იმაში, რომ ჩემი გაკვეთილები  გავხადო უფრო საინტერესო და პროდუქტიული.

Sunday, October 7, 2018

7.10.2018 დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესი გახლდათ და დატვირთული ინფორმაციულად.

  • მოვისმინეთ და შევაფასეთ ერთმანეთის პროექტებით მოაზრებული აქტივობების შეფასების რუბრიკები.
  • გავიმეორეთ და ბლოგზე "სასარგებლო ბმულებში" ავტვირთეთ "შეფასების რუბრიკები. მე-5 მოდულის მე-2 აქტივობიდან შეფასების სტრატეგიები  (განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების  5 მიზანი);


  • ყველაზე პროდუქტიული იყო პროექტების საქაღალდის მიმოხილვა, როცა დეტალურად გავიარეთ, რომელ ფოლდერში რა ინფორმაცია უნდა გვქონდეს ტრენინგის ამ ეტაპისთვის.  ეს აქტივობა დამეხმარა ჩემი საჭიროებების გამოკვეთასა და მომავალი აქტივობების დაგეგმვაში;
  და ბოლოს , დღეს იუბილარი ვარ - 45 წლის გავხდი. იყო ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა ეს ასაკი ისე დიდად მეჩვენებოდა, რომ წარმოდგენაც მიჭირდა. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ.......   რა დრო გასულააააააააა  ?!   გამარჯობა სიმწიფის ასაკო; როგორი იქნები არ ვიცი, მაგრამ ვეცდები, ისეთივე საინტერესო და ბედნიერი იყო( ყველაფრის მიუხედავად), როგორიც მახსოვს ჩემი ცხოვრების გზა ტკბილ-მწარე, გამარჯვებებით;  ტკივილით; არაერთი სიხარულით  და საერთოდ: მადლობა უფალს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული თითოეული წამისთვის.

Saturday, October 6, 2018

6.10.2018.  დღესაც დატვირთული პროგრამით ვიმუშვეთ:

  •  ჯერ მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები; განვიხილეთ ისინი;
  •  მე-5 მოდულში  გავეცანით განმავიტარებელი შეფასების საინტერესო ფორმებს; ვიმსჯელეთ შეფასების 5 მიზანზე, რომელთაგანაც 4 განმავითარებელს ეკუთვნის; 1-განმსაზღვრელს;
  • ვიმუშავეთ მე-5 მოდულში პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაზე; გავიღრმავეტ ცოდნა მახასიათებლების რაოდენობის მიხედვით შეფასების გამოყვანის შესახებ: 48- 10;   35-X; X=35.10:48=7,5
  • მე-2 მოდულში ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვაზე -აქტივობა3;ვისაუბრეტ თითოეული შეფასების ინსტრუმენტზე; 
  • მე-5 მოდულის აქტივობა2-ის ნაბიჯი 3-ში ;  გავეცანით ნიმუსებს და შევეცადეთ შეგცექმნა მოსწავლეტა სხვადასხვა აქტივობის  შეაფსების რუბრიკები. 
  • გავეცანით "intelis-kursi.blogspost. com- Ze  " პროექტები-2"ში შეფასების მრავალფეროვან  ნიმუშებს.

  13.10.2018 წელი  დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთ იმ იშვიათ ტრენინგთაგანი, რომელმაც ძალიან გამზარდა პროფესიული თვალსა...