Saturday, October 13, 2018

  13.10.2018 წელი
 დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთ იმ იშვიათ ტრენინგთაგანი, რომელმაც ძალიან გამზარდა პროფესიული თვალსაზრისით; მიმაჩნია, რომ სწორედ ამ კუთხით უნდა გადამზადნენ მასწავლებლები, რადგან პროექტებით სწავლება არის  სკოლის წარმატების მნიშვნელოვანი მახასიათებელი.
      არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბლოგზე დრაივიდან ფოლდერისა და პრეზენტაციის გაზიარების სწავლა; ერთმანეთის პროექტების  პრეზენტაციების მოსმენა; საკუთარი პროექტის წარდგენა და მსჯელობა ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
      არაფერს ვამბობ ტრენერის პროფესიონალიზმსა და ემპატიურობაზე. მადლობა , მარეხ!  ვთვლი, რომ შრომატევადი და შინაარსობრივად დატვირთული   9 დღის მიუხედავად, ინტელის სასწავლო კურსი ნამდვილად დამეხმარება იმაში, რომ ჩემი გაკვეთილები  გავხადო უფრო საინტერესო და პროდუქტიული.

Sunday, October 7, 2018

7.10.2018 დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესი გახლდათ და დატვირთული ინფორმაციულად.

  • მოვისმინეთ და შევაფასეთ ერთმანეთის პროექტებით მოაზრებული აქტივობების შეფასების რუბრიკები.
  • გავიმეორეთ და ბლოგზე "სასარგებლო ბმულებში" ავტვირთეთ "შეფასების რუბრიკები. მე-5 მოდულის მე-2 აქტივობიდან შეფასების სტრატეგიები  (განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების  5 მიზანი);


  • ყველაზე პროდუქტიული იყო პროექტების საქაღალდის მიმოხილვა, როცა დეტალურად გავიარეთ, რომელ ფოლდერში რა ინფორმაცია უნდა გვქონდეს ტრენინგის ამ ეტაპისთვის.  ეს აქტივობა დამეხმარა ჩემი საჭიროებების გამოკვეთასა და მომავალი აქტივობების დაგეგმვაში;
  და ბოლოს , დღეს იუბილარი ვარ - 45 წლის გავხდი. იყო ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა ეს ასაკი ისე დიდად მეჩვენებოდა, რომ წარმოდგენაც მიჭირდა. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ.......   რა დრო გასულააააააააა  ?!   გამარჯობა სიმწიფის ასაკო; როგორი იქნები არ ვიცი, მაგრამ ვეცდები, ისეთივე საინტერესო და ბედნიერი იყო( ყველაფრის მიუხედავად), როგორიც მახსოვს ჩემი ცხოვრების გზა ტკბილ-მწარე, გამარჯვებებით;  ტკივილით; არაერთი სიხარულით  და საერთოდ: მადლობა უფალს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული თითოეული წამისთვის.

Saturday, October 6, 2018

6.10.2018.  დღესაც დატვირთული პროგრამით ვიმუშვეთ:

  •  ჯერ მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები; განვიხილეთ ისინი;
  •  მე-5 მოდულში  გავეცანით განმავიტარებელი შეფასების საინტერესო ფორმებს; ვიმსჯელეთ შეფასების 5 მიზანზე, რომელთაგანაც 4 განმავითარებელს ეკუთვნის; 1-განმსაზღვრელს;
  • ვიმუშავეთ მე-5 მოდულში პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაზე; გავიღრმავეტ ცოდნა მახასიათებლების რაოდენობის მიხედვით შეფასების გამოყვანის შესახებ: 48- 10;   35-X; X=35.10:48=7,5
  • მე-2 მოდულში ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვაზე -აქტივობა3;ვისაუბრეტ თითოეული შეფასების ინსტრუმენტზე; 
  • მე-5 მოდულის აქტივობა2-ის ნაბიჯი 3-ში ;  გავეცანით ნიმუსებს და შევეცადეთ შეგცექმნა მოსწავლეტა სხვადასხვა აქტივობის  შეაფსების რუბრიკები. 
  • გავეცანით "intelis-kursi.blogspost. com- Ze  " პროექტები-2"ში შეფასების მრავალფეროვან  ნიმუშებს.

Sunday, September 30, 2018

ტრენინგის მე-6 დღე

დღეს გავიმეორეთ ახლი ბლოგის შექმნის თანმიმდევრობა, ბლოგზე   პოსტების ატვირთვა, რედაქტირება, წაშლა; ასევე გვერდების- "პეიჯების"შექმნა; ფონისა და დიზაინის შეცვლა; სურათებისა და ვიდეოების ჩასმა; სასარგებლო ბმულებსი საჭირო ვებგვერდების ატვირთვა; ბლოგზეატვირტულ დოკუმენტსი რედაქტირება;  " პაუერ პოინტში" კომენტარის დადება,  წყვილებში ვიმუშავეთ ერთმანეთის პროექტის მონახაზზე და ერთმანეთს მივეცით სასარგებლო რჩევები; ასევე გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის მონახაზები. 

Saturday, September 29, 2018

ტენინგის მე-5 დღე
 დღეს ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული დღე იყო. ჩემთვის ბევრი ახალი ინფორმაცია მოვიპოვე. მაგალითად: ბლოგზე გვერდების შექმნა, მათი დიზაინზე დასმა, საინტერესო ბმულების მონიშვნა, დალინკვა, სურატების და ვიდეოების ატვირთვა, ბლოგზე დიზაინის შეცვლა.
ბლოგზე გვერდების შექმნა
თუ მინდა ბლოგზე ახალი გვერდის შექმნა, შევდივარ "ფურცლებში"(პეიჟებში).-ვპოულობ " ნიუ პეიჯს"-სათაურის ზოლში ვწერ : "პროექტები" და ნარინჯისფერი ღილაკზე ვაწკაპებ გამოსაქვეყნებლად.
იმის სანახავად, თუ როგორ აისახა, შევდივარ "ვიუ ბლოგში" და ვიწყებ დიზაინზე დასმას.






პროექტის პრეზენტაციის მოსამზადებლად.

Sunday, September 16, 2018

პროექტებით სწავლების   I დღე
ყურადრება გავამახვილეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობასა და უპირატესობაზე.
საიტის tpdc.ge/eeentials- ის აგებულება და ნავიგაციის პრინციპები; რომ ინფორმაცია განლაგებულია 2 სვეტში; რომ I სვეტში გვაქვს გზამკვლევი სად რა ინფორმაცია უნდა მოვძებნოთ; როგორ უნდა ვიმოძრაოთ რესურსების სვეტში; როგორ  მოვძებნოთ კონკრეტული მოდულის  კონკრეტული აქტივობა და მისი ნაბიჯები;
შევქმენით ჩვენი საქაღალდეები პროექტისათვის საჭირო საქაღალდეებით; ზოგიერთ საქაღალდეში, მაგალითად "რესურსები" ჩავტვირთეთ საჭირო ინფორმაცია; ვისაუბრეთ პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების მნიშვნელოვან ეტაპებზე.

  13.10.2018 წელი  დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთ იმ იშვიათ ტრენინგთაგანი, რომელმაც ძალიან გამზარდა პროფესიული თვალსა...